weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ტეხასის ბაპტისტურ ტაძარში სროლის შედეგად  26 ადამიანი დაიღუპა

11:07 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში, ბაპტისტურ ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. საკვირაო ღვთისმსახურების დროს ცეცხლი შეიარაღებულმა მამაკაცმა გახსნა.

დაღუპულთა ასაკი 5-დან 72 წლამდეა. ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, დევიდ პატრიკ კელია. პოლიციის ცნობით, თავდასხმის შემდეგ, მან დანაშაულის ადგილი ავტომანქანით დატოვა, თუმცა, მანამდე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მას ესროლა და დაჭრა. თავდამსხმელის გვამი ტაძრიდან მოშორებით, ავტომობილში აღმოაჩინეს.

ტეხასის შტატში მომხდარ თავდასხმას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. არაოფიციალური ინფორმაციით, დევიდ პატრიკ კელის 2012 წელს, ცოლ-შვილის ცემის გამო, ერთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2014 წელს კი არმიიდან დაითხოვეს.

ფედერალური კანონმდებლობით, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებულ პირებისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა „სი ენ ენის“ ინფორმაციით, კელიმ იარაღის ყიდვა 2016 წელს, საცხოვრებელი ადგილის არასწორად მითითების და ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის დამალვის გზით მოახერხა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ადგილზე საგამოძიებო სამსახურები მუშაობიენ და ვითარებას იაპონიიდან აკვირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]